რა გვმართავს
← უკან სტატიებში

ავტორი: Shaman valley

განახლებულია:

შამანური სიბრძნე

რა გვმართავს

სამი სვეტი, რომლებმაც შექმნეს Shaman Valley-ის გამოცდილება.

🌍 პირველქმნილი სიწმინდე

ყველაფერი ნედლეულის წყაროდან იწყება

ჩვენ ვარჩევთ მომწოდებლებს, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას ნედლეულის წარმოშობის, სახეობის, გამოყენებული ნაწილისა და დამუშავების შესახებ. ვეცნობით ხელმისაწვდომ სპეციფიკაციებს, ანალიზის სერტიფიკატებს (COA) და ხარისხის სხვა დოკუმენტაციას.

დოკუმენტაციასთან ერთად გვაინტერესებს თავად მომწოდებლის მიდგომაც — საიდან მოდის ნედლეული, როგორ მოიპოვება ან იწარმოება, როგორ მუშავდება და რა პირობებში ინახება. მცენარეებისა და სოკოების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, რომელ სახეობასთან და მის რომელ ნაწილთან გვაქვს საქმე.

ჩვენთვის ხარისხი იწყება ნედლეულის წარმომავლობის ცოდნით და მისი გზის გამჭვირვალობით. ამიტომ კონკრეტულ ნედლეულზე არსებული დოკუმენტაციის მოთხოვნა მომხმარებელსაც შეუძლია.

→ მოითხოვე ნედლეულის დოკუმენტაცია
шаман
•

🌱 საკრალური სინთეზი

უძველესი ცოდნა და თანამედროვე მეცნიერება

თითოეულ მცენარესა და სოკოს ვსწავლობთ ორი მხრიდან — როგორ იცნობდა და იყენებდა მას ადამიანი საუკუნეების განმავლობაში და რა ვიცით მის შესახებ დღეს.

ტრადიციულ ცოდნას შესაბამის ისტორიულ და ეთნობოტანიკურ წყაროებში ვეძებთ. თანამედროვე მონაცემებისთვის კი ვეცნობით ბოტანიკის, მიკოლოგიის, ფიტოქიმიისა და ფარმაკოლოგიის კვლევებს. გვაინტერესებს სახეობა, გამოყენებული ნაწილი, ბუნებრივი შემადგენლობა, ძირითადი ნაერთები და ის, თუ როგორ მოქმედებს მათზე დამუშავების სხვადასხვა მეთოდი.

ტრადიციულ გამოცდილებასა და თანამედროვე სამეცნიერო მონაცემებს ერთმანეთისგან ვარჩევთ და შემდეგ ერთმანეთს ვადარებთ. ისტორიული წყარო გვიჩვენებს საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, თანამედროვე კვლევა კი საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ მისი შემადგენლობა, მოქმედების შესაძლო მექანიზმები და ისიც, სად მთავრდება დღევანდელი ცოდნა.

მიღებული ცოდნის საფუძველზე ვარჩევთ პროდუქტის შესაბამის ფორმას. ხშირად პროდუქტი ერთი მცენარის ან სოკოს დაფქული ნედლეულია, რომელიც კაფსულაშია მოთავსებული. ზოგიერთ შემთხვევაში კი რამდენიმე კომპონენტს ერთ გააზრებულ შემადგენლობაში ვაერთიანებთ.

შამან
•

🌀 სინერგია ბუნებასთან

ხარისხის შენარჩუნება ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე

კარგი ნედლეულის შერჩევა მხოლოდ დასაწყისია. მცენარეები და სოკოები ბუნებრივი მასალაა, რომლის მდგომარეობაზეც გავლენას ახდენს ტენი, სინათლე, ტემპერატურა, ჰაერთან კონტაქტი და დამუშავების პირობები.

ამიტომ თითოეული ნედლეულის თავისებურებებს ვითვალისწინებთ მისი შენახვის, დაფქვის, შერევის, კაფსულირებისა და შეფუთვის დროს. ჩვენი მიზანია, ნედლეულმა ამ პროცესში მაქსიმალურად შეინარჩუნოს თავისი საწყისი ხარისხი.

ზოგჯერ საუკეთესო მიდგომა სწორედ სიმარტივეა — როდესაც მცენარეს ან სოკოს რთული დამუშავება არ სჭირდება, მის ბუნებრივ ფორმასთან მაქსიმალურად ახლოს ვრჩებით.

„მცენარის სულის შენარჩუნება“ ჩვენთვის მხოლოდ სიმბოლური იდეა არ არის — ეს არის პატივისცემა თავად მასალის, მისი წარმოშობისა და იმ თვისებების მიმართ, რის გამოც ის თავიდანვე ავირჩიეთ.

шаман